საგრანტო კონკურსი აჭარის რეგიონში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად

გაეროს განვითარების პროგრამა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის  ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურს აჭარის რეგიონში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად.

 

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოგებაზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფების და კოოპერატივების პოპულარიზაციას და მისცეს მათ შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზარდონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდეობა.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის ინსტრუქცია და განაცხადის ფორმები იხილეთ დანართით, ან მიიღეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემდეგ მისამართებზე: ქ. ბათუმი, კომახიძეს ქუჩა N119, ტელ. 577 57 05 47, ან გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტში მისამართზე ქ. ბათუმი ვახტანგ გორგასალის ქუჩა N 52, ტელ 592 29 22 00.

 

განაცხადის მიღება იწარმოებს 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტის ოფისი მის: ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N52. ან აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქ. ბათუმი, კომახიძეს ქუჩა N119