Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს

Euronews-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ დაკ­ვე­თით მომ­ზა­დე­ბუ­ლი 30 წა­მი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლი Euronews-ის ეთე­რით კვი­რა­ში 28 ჯერ იტ­რი­ა­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, კამ­პა­ნია 12 კვი­რა გაგ­რძელ­დე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში Euronews სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ უსას­ყიდ­ლოდ ამ­ზა­დებს რე­პორ­ტა­ჟე­ბის ციკლს:

Adventures – 3 სი­უ­ჟე­ტი, აქე­დან ერთი სი­უ­ჟე­ტი და­ეთ­მო ოკა­ცეს კა­ნი­ონს, მე­ო­რე გუ­და­ურს, მე­სა­მე კი კუ­რორტ გო­დერ­ძის; Postcards – 6 სი­უ­ჟე­ტი; Taste - 3 წუ­თი­ა­ნი რე­პორ­ტა­ჟი ქარ­თულ კერძზე; Cult - 3 წუ­თი­ა­ნი რე­პორ­ტა­ჟი კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სი­უ­ჟე­ტე­ბი Euronews-ის ეთე­რით მრა­ვალ­ჯერ გა­და­ი­ცე­მა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის გარ­და რე­პორ­ტა­ჟე­ბი Euronews.com-ზე აიტ­ვირ­თე­ბა. სი­უ­ჟე­ტის გან­თავ­სე­ბი­დან 7 დღის მან­ძილ­ზე ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო სივ­რცე სა­ქარ­თვე­ლოს რეკ­ლა­მას და­ეთ­მო­ბა.

Euronews 12 ენა­ზე მა­უ­წყებ­ლობს და მსოფ­ლი­ოს 166 ქვე­ყა­ნა­ში 430 მი­ლი­ონ­ზე მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს.