უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე მუშაობდა საქართველოში იანვარ-ივნისში - სტატისტიკური მონაცემები

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნის 16 967 მო­ქა­ლა­ქე მუ­შა­ობ­და, - ამის შე­სა­ხებ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წელს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გა­სულ წელს ქვე­ყა­ნა­ში 22 718 უცხო­ე­ლი მუ­შა­ობ­და. (ინ­ფორ­მა­ცია მომ­ზა­დე­ბუ­ლია „სა­ან­გა­რი­შო თვის მი­ხედ­ვით გა­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ“ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად - შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი).

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2017 წელს კი ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სა­წარ­მო­ებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისეთ ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტო­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა: მშე­ნებ­ლო­ბა - 5,560 და­საქ­მე­ბუ­ლი (უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მთლი­ა­ნი და­საქ­მე­ბის 31.6%), სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა - 4,757 და­საქ­მე­ბუ­ლი (27%), ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და და­სა­წყო­ბე­ბა - 13,866 და­საქ­მე­ბუ­ლი (7.9%), ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და დამ­ხმა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი - 1,260 და­საქ­მე­ბუ­ლი (7.2%) და ტუ­რიზ­მი - 1,231 და­საქ­მე­ბუ­ლი (7%). მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა და­საქ­მე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ულ, სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი­სა (848/4.8% და­საქ­მე­ბუ­ლი) და და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის (728/4.1% და­საქ­მე­ბუ­ლი) დარ­გებ­ში. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წილი მო­დის ჯან­დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბებ­სა - 466 და­საქ­მე­ბუ­ლი (2.7%), ხე­ლოვ­ნე­ბა, გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა­სა - 350 და­საქ­მე­ბუ­ლი (2%) და სოფ­ლის სა­ტყეო და თევ­ზის მე­ურ­ნე­ო­ბის - 189 და­საქ­მე­ბუ­ლი (1.1%) ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტო­რებ­ში, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს კვლე­ვა­ში.