ეროვნული ბანკი - ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმ

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ფა­სე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხე­ბი გა­ი­ცე­მა ისე, რომ არ ხდე­ბა მსეს­ხებ­ლის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა. ამის შე­სა­ხებ სებ-ის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ამ წუ­თებ­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტებს აც­ნობს.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ბოლო წლებ­ში, დაკ­რე­დი­ტე­ბა­ში გაზ­რდი­ლია ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხე­ბის წილი, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის რის­კებს ზრდის.

"ამ კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა და 5 მსხვი­ლი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მოგ­როვ­და მიკ­რო მო­ნა­ცე­მე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მსეს­ხებ­ლებ­ზე. ასე­ვე, შეს­წავ­ლილ იქნა მსეს­ხებ­ლე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი და საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო და­ნა­კარ­გე­ბის რის­კი და, შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის პირ­და­პი­რი საფრ­თხე ამ ეტაპ­ზე და­ბა­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი მო­მა­ვალ­ში ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის ზრდის და, შე­დე­გად, ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის რის­კე­ბის მა­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. კერ­ძოდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხე­ბი გა­ი­ცე­მა ისე, რომ არ ხდე­ბა მსეს­ხებ­ლის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე მსეს­ხე­ბელს სა­ერ­თოდ არ უფიქ­სირ­დე­ბა და­საქ­მე­ბით ან სხვა ფორ­მით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი და ასე­თი მსეს­ხებ­ლე­ბის 45 პრო­ცენტს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე მიმ­დი­ნა­რე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა აქვს. ეს სეს­ხე­ბი უმე­ტე­სად მცი­რე მო­ცუ­ლო­ბი­საა. კრე­დი­ტის თან­ხის მი­ხედ­ვით გა­ნა­წი­ლე­ბას თუ შევ­ხე­დავთ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მსეს­ხებ­ლე­ბის უმე­ტეს ნა­წილს 2,500 ლა­რამ­დე სეს­ხი აქვს, მაგ­რამ კრე­დი­ტო­რე­ბის ჯა­მურ პორ­ტფელს ძი­რი­თა­დად 2,500 ლარ­ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხე­ბი ქმნის. რო­გორც დი­აგ­რა­მი­დან ჩანს, კრი­ტი­კუ­ლად მა­ღა­ლი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბე­ბი მცი­რე თან­ხებ­შია, თუმ­ცა, მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტი, რომ ეს ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბე­ბი მსეს­ხებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ეხე­ბა. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო და­ნა­კარ­გე­ბის რის­კი, და, შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის პირ­და­პი­რი საფრ­თხე ამ ეტაპ­ზე და­ბა­ლია", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

 

სებ-ის შე­ფა­სე­ბით, ყა­ლიბ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის მზარ­დი მასა, რო­მელ­საც ეზღუ­დე­ბა წვდო­მა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე და უმ­ცირ­დე­ბა ფორ­მა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მო­ტი­ვა­ცია, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ამ ნა­წი­ლის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და, სა­ბო­ლო­ოდ, გრძელ­ვა­დი­ან ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე.

"ასე­ვე, კონ­კუ­რენ­ცია და ზრდის სურ­ვი­ლი ცალ­კე­ულ საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტებს უბიძ­გებს გას­ცენ იმა­ზე მეტი სეს­ხი, მათ შო­რის მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან მსეს­ხებ­ლებ­ზეც, ვიდ­რე კლი­ენტს შე­უძ­ლია მო­ემ­სა­ხუ­როს ფი­ნან­სუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­რე­შე. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბის გა­რე­შე, უკვე ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­საც შე­უქ­მნის საფრ­თხეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.