სად არის ბიტკოინების ყველაზე დიდი "საბადო"

მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ბიტ­კო­ი­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 7% კომ­პა­ნია „ჰა­პოს“ სერ­ვე­რებ­ში ინა­ხე­ბა, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის მთებ­ში, ყო­ფილ სამ­ხედ­რო ბუნ­კერ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ მო­ცუ­ლო­ბის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­არდ დო­ლა­რად, - წერს გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბუნ­კე­რი წარ­მო­ად­გენს ბიტ­კო­ი­ნე­ბის ე.წ. ცივ სა­ცავს - მას­ში კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა ინა­ხე­ბა ოფ­ლა­ი­ნის რე­ჟიმ­ში, რაც მისი მო­პარ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ნი­მუ­მამ­დე წევს. რომ მი­ი­ღონ სა­კუ­თა­რი ბიტ­კო­ი­ნე­ბი მსგავ­სი სა­ცა­ვი­დან, „ჰა­პოს“ კლი­ენტს სჭირ­დე­ბა ორი დღე, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია ამოწ­მებს კლი­ენ­ტის ვი­ნა­ო­ბას და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­და­ტა­ნის მო­თხოვ­ნის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას. ამის შემ­დეგ „ჰაპო“ ხე­ლით აწარ­მო­ებს ტრან­ზაქ­ცი­ას პრი­ვა­ტუ­ლი გა­სა­ღე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ბუნ­კე­რის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე.

 

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში მძარ­ცვე­ლე­ბი თავს და­ესხნენ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბით მო­ვაჭ­რე ობი­ექტს. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა გა­კო­ჭეს მფლო­ბე­ლი და ია­რა­ღის მუ­ქა­რით მის­გან მო­ი­თხო­ვეს ბიტ­კო­ი­ნე­ბი, თუმ­ცა მფლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი ციფ­რუ­ლი ვა­ლუ­ტა რე­ა­ლუ­რად სხვა­გან იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ კი მძარ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ მცი­რე ოდე­ნო­ბის ფული და 31 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა გა­ი­ტა­ცეს.