საგრანტო კონკურსი: “ჭკვიანი სოფლების” კონცეფციის დანერგვა Covid-19-ის კრიზისზე საპასუხოდ

ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურს Covid-19-ის კრიზისზე საპასუხოდ, „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციის დანერგვის გზით. კონკურსის ძირითადი მიზანია Covid-19-ზე კრიზისთან გამკლავების ღონისძიებების მხარდაჭერა საქართველოს სოფელ ადგილებში, რომლებიც პრაქტიკულ, ინოვაციებზე იქნება ორიენტირებული  და პოტენციურად ახალი შესაძლებლობების გამოყენებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების ჩართვის გზით.
„ჭკვიანი სოფლების“ საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს არანაკლებ ერთი სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო. 
იმ ორგანზიაციებს, რომლებიც იყენებენ ევროკავშირის სოფლის განვითარების „ლიდერ“ მიდგომას, ენიჭებათ უპირატესობა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთhttps://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=65423. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 მაისი 2020, 18:00. 
„სოფლის განვითარების პროგრამა“ ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge