ჰაკათონი "uHack სოფლის განვითარებისთვის"

GITA წარმოგიდგენთ ჰაკათონს "uHack სოფლის განვითარებისთვის", რომლის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს.

ჰაკათონი 5 -7 ივნისს გაიმართება და მისი თემაა "დასაქმება და ტურიზმი". ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს, რომლებმაც უნდა უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს:

როგორ დავეხმაროთ სასოფლო დასახლებებში ტურისტულ სექტორს COVID-19-თან გასამკლავებლად
როგორ შევუწყოთ ხელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) დასაქმებას/სამუშაო ადგილების შენარჩუნებას

გამარჯვებული გუნდ(ებ)ისთვის პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 000 ლარი.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA)

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მაისი. https://bit.ly/3d2VWJn