ბიზნესის განვითარების ცენტრის ახალი ვებ გვერდი

2013 წლის ოქტომბრიდან ბიზნესის განვითარების ცენტრის მომხმარებლები გაეცნობიან ახალ ვებ გვერდს. ბიზნესის ინკუბაცია, ონლაინ ტრენინგები, ონლაინ კონსულტაციები და დასაქმების ხელშეწყობა არის ვებ გვერდის ახალი სერვისები. 

ბიზნესის ინკუბაცია არის ბიზნესის ხელშემწყობი პროცესი. მისი დანიშნულებაა მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით ხელი შეუწყოს ახალდამწყები ბიზნესის განვითარებას, მისი განვითარების ყველაზე მგრძნობიარე – საწყის ეტაპზე. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის მომსახურების გასაცნობად გთხოვთ მიმართოთ შესაბამის განყოფილებას ქვემოთ მოცემულ მენიუში.

ონლაინ ტრენინგები ნებისმიერ დაიტერესებულ პირს გთავაზობთ ვიდეო ტრენინგებს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში. მათი სახელები, ვინც წარმატებით გაივლის ტესტს აღნიშნულ საკითხებში, გამოჩნდება მოცემულ ვებ გვერდზე, დაასაქმე / დასაქმდი ბლოკში, სექციაში – ჩვენი რეკომენდაცია.

შესაბამის სექციაში მითითებული განრიგის თანახმად ბიზნესის განვითარების ცენტრი გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში, როგორც ჩვენი ცენტრის ასევე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ პირადაპირი ტრანსლაციის დროს დასვათ სასურველი კითხვა სოციალური ქსელების გამოყენებით.

ბიზნესის განვითარების ცენტრი გთავაზობთ დახმარებას დასაქმებაში. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ ვიდეო ტრენინგებში მიეთითება დასაქმების ბლოკში, ნაწილში – ჩვენი რეკომენდაცია და რეგულარულად იქნება წარდგენილი პოტენციურ დამსაქმებლებზე.