პროექტის ისტორია

BDC - ბიზნესის განვითარების ცენტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა.

2009 წლის სექტემბერში, გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაფუძნდა და მუშაობა დაიწყო ბათუმის ბიზნეს ინკუბატორმა. მისი ძირითადი მიზანი იყო ბიზნეს ინკუბაციის პროგრამის ფარგლებში, შეღავათიანი მატერიალური რესურსებისა და ტრენინგების მეშვეობით ხელი შეეწყო ახალდამწყები ბიზნესის განვითარებისთვის.

2011 წლის ბოლოს ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის 2 წლის მუშაობის შედეგების შეჯამებამ აჩვენა, რომ ორგანიზაციას გააჩნდა გაცილებით დიდი შესაძლებლობები. ამ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მიზნით,  გაეროს განვითარების პროგრამის, ვაჭრობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლოიკაში, პროექტის ფარგლებში, მის ბაზაზე დაფუძნდა ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრი (TDC). ამ ცენტრის ფარგლებში ბათუმის ბიზნეს ინკუბატორმა დაიწყო რეგულარული კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება როგორც ინკუბატორის წევრი ასევე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიებისთვის შემდეგი მიმართულებებით:

  • საერთაშორისო ვაჭრობა: ექსპორტ/იმპორტი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • პრაქტიკული ბუღალტერია და დაბეგვრის სისტემები;
  • სამეწარმეო საფუძვლები: ბიზნესის ბიზნესის დაწყებამდე;
  • ფინანსური პროდუქტები და მათზე ხელმისაწვდომობა;
  • ლოგისტიკა: ბიზნესის ეფექტურობის მართვა;
  • ბიზნეს სამართალი;

2012 წლის შედეგებma მოლოდინს გადააჭარბა. წლის შედეგებით ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის კონსულტაციებით და ტრენინგებით ისარგებლა 1070 ფიზიკურმა პირმა და 80–მდე ადგილობრივმა კომპანიამ. ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში 500 მეტმა ფიზიკურმა პირმა. 2013 წლის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ტრენინგებით მოსარგებლეთა განცხადებით ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში მიღებულმა ცოდნამ:

  • გააძლიერა მათი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით
  • გააუმჯობესა მათი პოზიციები არსებულ სამუშაო ადგილებზე ან/და ხელი შეუწყო დასქმებას/დაწინაურებას;

2013 წელს გაეროს განვითარები პროგრამის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაიგეგმა ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციების კიდევ უფრო გაფართოება და შესაბამისად მისი სამოქმედო არეალის გაზრდა. 2013 წლის სექტემბრიდან ცენტრის ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი მომსახურების სახეებით რომლებიც ხელმისაწვდომია მის ვებ გვერდზე:

  • დისტანციური ტრენინგები;
  • პირდაპირი კონსულტაციები (ლაივ სტრიმინგი) ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით;
  • დამსაქმებელსა და დასასაქმებელს შორის ურთიერთობების რეგულირება და დასაქმების სტიმულირება

2013 წლის ზაფხულიდან ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი რესტრუქტურირებული იქნა ბიზნეს განვითარების ცენტრად. გაეროს განვითარების მიმდინარე პროექტის ფარგლებში – სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბიზნეს განვითარებსი ცენტრი ასრულებს ძირითად როლს ფერმერთა კოოპერატივების შესაძლებლობების ზრდის კუთხით, როგორც მისი წევრების სამეწარმეო უნარების განვითარების ასევე, მათი ხელშეწყობის კუთხით ბიზნეს პროექტების მომზადებასა და დახვეწაში.

ინკუბაცია: რა არის ეს?

ბიზნეს ინკუბაცია არის ხელშემწყობი პროცესი, რომელიც მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით მაქსიმალურად აჩქარებს მეწარმეთა საქმიანობის განვითარებას.

სრულად...

ინკუბაცია - შემოგვიერთდით!

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ახალდამწყებ და განვითარებად ბიზნესს სთავაზობს შემდეგი სახის რესურსებსა და მომსახურება: 15-20 კვადრატული მეტრი თანამედროვე საოფისე ფართი, აღჭურვილი საოფისე ინვენტარით. კონსულტანტების მომსახურება, თანადაფინანსების პრინციპით სხვადასხვა სფეროებში.

სრულად...

ბანკების როლი ქვეყნის ეკონომიკაში