ინკუბაცია: პროგრამაში მონაწილეობა

ბიზნეს ინკუბაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბიზნესის განვითარების ცენტრს მისამართზე: 73 ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი, საქართველო.

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ახალდამწყებ და განვითარებად ბიზნესს სთავაზობს შემდეგი სახის რესურსებსა და მომსახურებას:

  • 15-20 კვადრატული მეტრი თანამედროვე საოფისე ფართი, აღჭურვილი:
    • საოფისე ავეჯით და ინვენტარით (მაგიდები, სკამები, კარადები, ტუმბოები) ;
    • კომპიუტერული ტექნიკით (ლეპტოპი, პრინტერი, სკანერი, კოპიერი);
    • კომუნიკაციის საშუალებებით (30 ლარი სასაუბრო დრო ტელეფონზე და შეუზღუდავი ინტერნეტი);
    • უფასო კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, სანდასუფთავება, წყლის გადასახადი)
    • უფასო ოფისის დაცვის სისტემა
  • კონსულტანტების მომსახურება, თანადაფინანსების პრინციპით სხვადასხვა სფეროებში:
    • საერთაშორისო ვაჭრობა: ექსპორტ/იმპორტი;
    • პრაქტიკული ბუღალტერია და დაბეგვრის სისტემა;
    • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
    • სამეწარმეო საფუძვლები;
    • ფინანსური პროდუქტები / დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა;
    • ლოგოსტოკა – ბიზნესის ეფექტურობის მართვა;
    • ბიზნესის ავტომატიზაცია;
    • ბიზნეს სამართალი;
    • და სხვა...

ინკუბაციის პერიოდში (მაქსიმუმ 2 წელი), ზემოთ ჩამოთვლილი პირობების სანაცვლოდ, პროექტში მონაწილე კომპანიები ვალდებულნი არიან გადაიხადონ 225 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ყოველთვიური საწევრო გადასახადი.

ინკუბატორში შესვლა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, გარდა იმ პირებისა რომელთა საქმიანობას ჭირდება სპეციალური ნებართვები და/ან ლიცენზირება: საფინანსო ინსტიტუტები; მედიკამენტებით, იარაღით, ალკოჰოლით, თამბაქოთი ვაჭრობა; აზარტული თამაშები და სხვა სპეციფიური საქმიანობა.

საოფისე ფართი

ქვემოთ მოცემული ნახაზი წარმოდგენას მოგცემთ ინკუბატორში არსებული საოფისე ფართების შესახებ. შესაძლოა მიმდინარე პერიოდში ინფორმაცია თავისუფალი ფართის შესახებ არ შეესაბამებოდეს სურათზე აღნიშნულს. დაზუსტების მიზნით გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას.

 

 

ინკუბაცია: რა არის ეს?

ბიზნეს ინკუბაცია არის ხელშემწყობი პროცესი, რომელიც მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით მაქსიმალურად აჩქარებს მეწარმეთა საქმიანობის განვითარებას.

სრულად...

ინკუბაცია - შემოგვიერთდით!

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ახალდამწყებ და განვითარებად ბიზნესს სთავაზობს შემდეგი სახის რესურსებსა და მომსახურება: 15-20 კვადრატული მეტრი თანამედროვე საოფისე ფართი, აღჭურვილი საოფისე ინვენტარით. კონსულტანტების მომსახურება, თანადაფინანსების პრინციპით სხვადასხვა სფეროებში.

სრულად...

შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან (ნაწილი 1)