+იცით თუ არა რომ?
  • ბიზნესის გამვითარების ცენტრი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ბიზნესის ინკუბაცია, დისტანციური სწავლება, ლაივ კონსულტაცია და დასაქმების ხელშეწყობა. ჩამოთვლილი სერვისები ქვემოთ, მოცემულ ვებ გვერდის მენიუში ცალკეული ბლოკების სახითაა წარმოდგენილი.
  • ბიზნესის განვითარების ცენტრი გთავაზობთ დახმარებას დასაქმებაში. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ ვიდეო ტრენინგებში მიეთითება დასაქმების ბლოკში, ნაწილში – ჩვენი რეკომენდაცია და რეგულარულად იქნება წარდგენილი პოტენციურ დამსაქმებლებზე.
  • შესაბამის სექციაში მითითებული განრიგის თანახმად ბიზნესის განვითარების ცენტრი გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში, როგორც ჩვენი ცენტრის ასევე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ პირადაპირი ტრანსლაციის დროს დასვათ სასურველი კითხვა სოციალური ქსელების გამოყენებით.
  • ონლაინ ტრენინგები ნებისმიერ დაიტერესებულ პირს გთავაზობთ ვიდეო ტრენინგებს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში. მათი სახელები, ვინც წარმატებით გაივლის ტესტს აღნიშნულ საკითხებში, გამოჩნდება მოცემულ ვებ გვერდზე, დაასაქმე / დასაქმდი ბლოკში, სექციაში – ჩვენი რეკომენდაცია.
  • ბიზნესის ინკუბაცია არის ბიზნესის ხელშემწყობი პროცესი. მისი დანიშნულებაა მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით ხელი შეუწყოს ახალდამწყები ბიზნესის განვითარებას, მისი განვითარების ყველაზე მგრძნობიარე – საწყის ეტაპზე. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის მომსახურების გასაცნობად გთხოვთ მიმართოთ შესაბამის განყოფილებას ქვემოთ მოცემულ მენიუში.

ეკონომიკური სიახლეები

02, Mar 2023

აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა

ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის (მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობას, საჭირო ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სისტემა და სხვ.) საკუთრებაში გადაცემის გზით.

21, Jul 2022

საგრანტო პროგრამა „სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით“

- მცირე საგრანტო დაფინანსება: 2000 ლარიდან - 8000 ლარამდე, ბენეფიციარის მხრიდან 10% თანადაფინანსების პირობით; - მსხვილი საგრანტო დაფინანსება: 8001 ლარიდან - 30000 ლარამდე ბენეფიციარის მხრიდან 20% თანადაფინანსების პირობით.

12, Mar 2021

სოფლის განვითარების პროგრამა

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

13, May 2020

სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა

მიიღე საგრანტო თანადაფინანსება არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის შემდეგ სამ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ხელვაჩაური და შუახევი

13, May 2020

ჰაკათონი "uHack სოფლის განვითარებისთვის"

ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს.

12, May 2020

სასოფლო-საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ.

12, May 2020

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება

პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევროს შეადგენს

ინკუბაცია: რა არის ეს?

ბიზნეს ინკუბაცია არის ხელშემწყობი პროცესი, რომელიც მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით მაქსიმალურად აჩქარებს მეწარმეთა საქმიანობის განვითარებას.

სრულად...

ინკუბაცია - შემოგვიერთდით!

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ახალდამწყებ და განვითარებად ბიზნესს სთავაზობს შემდეგი სახის რესურსებსა და მომსახურება: 15-20 კვადრატული მეტრი თანამედროვე საოფისე ფართი, აღჭურვილი საოფისე ინვენტარით. კონსულტანტების მომსახურება, თანადაფინანსების პრინციპით სხვადასხვა სფეროებში.

სრულად...

ზოგადი დებულებები