
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივი პროექტის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას და აქედან გამომდინარე სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
წარმოდგენილი ბიზნეს იდეა უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროთაგან რომელიმეს:
- ტურისტული მომსახურების ბიზნესი,
- მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვა.
- მცირე წარმოება და ხელნაკეთი ნივთების წარმოება
აღნიშნული საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო და განაცხადის ფორმების ნახვა შესაძლებელია ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ვებგვერდზე http://bbi.ge/document.docx
ტელ: 514 669 449
განაცხადის მიღება იწარმოებს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
პროექტი დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ.