საგრანტო პროგრამა „სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით“

ევროკავშირმა  და გაეროს განვითარების პროგრამამ  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ბათუმის ბინზეს ინკუბატორთან ერთად დაიწყო საგრანტო სქემის განხორციელება სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით.
 
საგრანტო სქემა ვრცელდება შემდეგ  სფეროებზე: მცირე წარმოება, ხელნაკეთი ნივთები, შეფუთვა/დაპაკეტება და მომსახურების სფერო.
 
შემოთავაზებული საგრანტო მოცულობებია:
 
მცირე საგრანტო სქემა გრანტის მაქსიმალური მოცულობა 8000 ლარი, ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა 10% (გრანტი 90%-მდე)
 
მსხვილი საგრანტო სქემა - გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30,000 ლარი, ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეო - 20% (გრანტი 80% -მდე)
 
საგრანტო დაფინანსება ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესყიდვა შექმნასთან დაკავშირებულ ხარჯებს
 
საგრანტო სქემაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ახალგაზრდებს (35-წლამდე), ქალებს, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, იძულებით ადგილმონაცვლე პირებს მცირეშემოსავლიან ადამიანებს (სოციალურ დახმარებაზე მყოფი პირები) და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებს
 
- პროგრამა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით მხოლოდ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში

- განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე, ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში: ელ. ფოსტაზე: bbinkubator@gmail.com, ან მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა, #73.

საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელოს და საგრანტო განაცხადის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ!

- დამატებითი კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:

- ქედის მუნიციპაილტეტში - ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG),

მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქ.10, ტელ: (995) 577 17 37 06.

- ხულოს მუნიციპალიტეტში - ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG)

მისამართი: დაბა ხულო, ტელ: (995) 598 09 07 06