აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა

ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის (მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობას, საჭირო ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სისტემა და სხვ.) საკუთრებაში გადაცემის გზით.
 
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 6 მარტი, 2023 წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 აპრილი, 2023 წ. 18:00 სთ (თბილისის დროით)
პროგრამის/პროექტის სახელწოდება: აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობა
პროგრამა/პროექტი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის (მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობას, საჭირო ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სისტემა და სხვ.) საკუთრებაში გადაცემის გზით. გრანტის ფარგლებში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგად: შემცირდება გარემოზე მყარი ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედების დონე, განვითარდება ნარჩენების გადამამუშავებელი ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოები, მოხდება აჭარის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების და ფუნქციურად გამოყენების უზრუნველყოფა.
პროგრამის/პროექტის ფარგლებში მოხდება 2 ან მეტი გრანტის გაცემა.
ინფორმაცია საგრანტო თანხებისა და თანადმონაწილეობაზე:
- 150 000 ლარამდე გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში ა(ა)იპ ბიზნეს ინკუბატორის მიერ გაცემული გრანტები არ უნდა აღემატებოდეს ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ან არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო მთლიანი ახალი სავარაუდო ფულადი ინვესტიციის 70 %-ს. გრანტის მიმღების ღირებულების  წილი არის მინიმუმ 30%;
- 150 000 ლარიდან 250 000 ლარამდე გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში ა(ა)იპ ბიზნეს ინკუბატორის მიერ გაცემული გრანტები არ უნდა აღემატებოდეს ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ან არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო მთლიანი ახალი სავარაუდო ფულადი ინვესტიციის 50 %-ს. გრანტის მიმღების ღირებულების  წილი არის მინიმუმ 50%;
- სესხები შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ნატურალური შენატანები არ განიხილება. თანადაფინანსების წილი უნდა იყოს ფულადი შენატანის სახით.
 
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 6 აპრილის 18:00 საათამდე. განაცხადები უნდა წარედგინოს pdf (სასურველია) ან სხვა ელექტრონული ფორმატით ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს მისამართზე: bbinkubator@gmail.com
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები: