ინკუბაცია: რა არის ეს?

ბიზნეს ინკუბაცია

ბიზნესის ინკუბაცია არის ბიზნესის ხელშემწყობი პროცესი. მისი დანიშნულებაა მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით ხელი შეუწყოს ახალდამწყები ბიზნესის განვითარებას ყველაზე მგრძნობიარე – განვითარების საწყის ეტაპზე. ეს მომსახურების სახეები და რესურსები როგორც წესი იქმნება და იმართება ინკუბატორის მენეჯმენტის მიერ. მათი შეთავაზება ხდება როგორც უშუალოდ ინკუბატორის, ასევე მისი საკონტაქტო ქსელის მეშვეობით.

ბიზნეს ინკუბატორის მიზანი

ბიზნეს ინკუბატორის მიზანია მონაწილეობა მიიღოს წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბებაში. იგულისხმება, რომ ეს კომპანიები დატოვებს პროგრამას როგორც ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი ერთეულები. ინკუბატორის პროგრამის მონაწილეებს აქვთ უნარი შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, განავითარონ შესაბამისი სექტორი, მოახდინონ ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ამგვარად გააძლიერონ როგორც ადგილობრივი(რეგიონის) ასევე ქვეყნის ეკონომიკა.

ინკუბაციის უპირატესობები

ბიზნეს ინკუბატორი ეხმარება პროგრამის მონაწილეებს განვითარებისათვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. ინკუბატორის მიერ მიწოდებული საოფისე ფართი, საოფისე აღჭურვილობა და კონსულტაციები შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს მინიმალური ხარჯებით წარმართონ საკუთარი საქმიანობა. გარდა ამისა საკონსულტაციო მომსახურება, ინფორმაციული ბაზა და საგანმანათლებლო ღონისძიებები ეხმარება მეწარმეს თანამედროვე ბიზნეს გარემოსთან შეგუებასა და განვითარებაში.

ინკუბაცია: რა არის ეს?

ბიზნეს ინკუბაცია არის ხელშემწყობი პროცესი, რომელიც მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით მაქსიმალურად აჩქარებს მეწარმეთა საქმიანობის განვითარებას.

სრულად...

ინკუბაცია - შემოგვიერთდით!

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ახალდამწყებ და განვითარებად ბიზნესს სთავაზობს შემდეგი სახის რესურსებსა და მომსახურება: 15-20 კვადრატული მეტრი თანამედროვე საოფისე ფართი, აღჭურვილი საოფისე ინვენტარით. კონსულტანტების მომსახურება, თანადაფინანსების პრინციპით სხვადასხვა სფეროებში.

სრულად...

პრაკტიკული პროცედურები (ნაწილი 4)